Search This Blog

01 February, 2014

ლამაზი ცრემლები

მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბმეტრი ("ოთხი კუბმეტრი" გიამ უკარნახა) შეშა შეგვიგულო, შაბათს ან კვირას გია ჩამოვა, ფულსაც ჩამოიტანს და შეშას თვითონ წამოიღებსო. წერილი ჯერ სოფელშიც არ ეგონათ ჩასული, ერთ ღამეს, პირველისნახევარზე, თინას მამა დაადგათ თავს,

- ადექით, შვილებო, შეშა ჩამოვიტანე და მაჩვენეთ, სად ჩამოვცალოო.
ლოგინში წამომჯდარმა თინამ ჭუჭყუნი დაიწყო:

- ოო, ისევ შენ იწვალე!.. ხომ მოგწერე, გია ჩამოვიდოდა დათვითონ წამოიღებდა!...
მამამ კეთილად გაუღიმა - ადექი, ადექი, შენც ჩაიცვიო! - ფრთხილად მივიდა შვილიშვილის პატარა საწოლთან, რაღაცეები უჩურჩულა, მერე ისევ შვილსა და სიძეს მიუბრუნდა - თბილად ჩაიცვით, არ შეგცივდეთო, - და მათთვის აღარ დაუცდია, თვითონ ჩავიდა ძირს.
თინამ და გიამ ერთმანეთს შეხედეს, გიამ ღიმილით გადააქნია თავი.

- იჰ, შენც ერთი! - თქვა თინამ, ბავშვს საბანი გაუსწორა, თავშალი მოიხვია და ჩქარი ნაბიჯით დაედევნა უკვე გარეთ გასულ გიას.

- კი, მაგრამ შენ რაღად მოდიხარ, რა უნდა გაგვიკეთო?

- ჩამოვალ, რა გინდა?
გიამ მხრები აიჩეჩა, თინამ მარცხენა მხარზე ჩამოადო ხელი, თავი ახლოს მიუტანა და ისე ჩაჰყვა კიბეზე.
დაბლა, შემოსასვლელთან, კარგად დატვირთული "გაზ-51" იდგა.

- ეს რამდენი ჩამოგიტანიათ, კაცოო! - გაიკვირვა გიამ.







No comments:

Post a Comment